Accentnews.ge
ღარიბაშვილი შოლცთან შევხედრის შემდეგ: "ხაზი გავუსვით გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას"

ღარიბაშვილი შოლცთან შევხედრის შემდეგ: "ხაზი გავუსვით გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას"

18/02/2023 12:49:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენ საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას. საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა“, – წერს პრემიერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S