Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ "

სტოლტენბერგი: "ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ "

18/02/2023 06:14:07 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძლებს.

"ქართველი ხალხისადმი გზავნილი ისაა, რომ უკრაინაში ომი საერთო სურათის ნაწილია, სურათის, რომელიც სინამდვილეში საქართველოში შეჭრით დაიწყო. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ომი სირიაში, ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა – უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ისეთ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, როგორიც საქართველოა და ახლა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ეს არის ერთ–ერთი ნაწილი ჩვენი გზავნილის", – განაცხადა სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების გახსნის წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S