Accentnews.ge
ღარიბაშვილი: სააკაშვილის დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება იყო

ღარიბაშვილი: სააკაშვილის დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება იყო

18/02/2023 16:02:45 პოლიტიკა

სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობს. საქართველოში ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა და მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება, მისი გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა.

„ხალხს დეტალებით აღარ გადავღლი, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე. სააკაშვილი 8 თვეზე მეტია კერძო კლინიკაში მკურნალობს, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. ის სარგებლობს ყველა პრივილეგიით, რაც არ გააჩნია სხვა პატიმრებს. თქვენ ახსენეთ კადრები და ფოტოები, მე ერთს გეტყვით - სააკაშვილი კარგი მსახიობია. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ თუ სააკაშვილს რეალურად მკურნალობა სჭირდება ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პანელი „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ მიმდინარეობს. პანელში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S