Accentnews.ge
პრემიერი: "უნდა გავაგრძელოთ იმ ინტერესების გატარება, რომლებიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სჭირდება"

პრემიერი: "უნდა გავაგრძელოთ იმ ინტერესების გატარება, რომლებიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სჭირდება"

20/02/2023 10:27:43 პოლიტიკა

ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღეს საუბარი არ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას, ყველაფერი უკავშირდება უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღეს საუბარი არ იქნებოდა, კარგად გვესმის. მოგეხსენებათ, მე ვიმყოფებოდი მიუნხენში, ვნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S