სენატორი შაჰინი – მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში
20/02/2023 14:29:59 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, "წინ წაწიოს ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"აშშ 30 წელიწადია, დგას საქართველოს მხარდამხარ და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყნაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ჩვენ, ეს მხარდაჭერა, დღეს შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ ვურჩიეთ, მოვუწოდეთ შეხვედრებზე მთავრობას, გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკიხთების მიმართ, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ევროპასთან დაახლოებაში", – განაცხადა შაჰინმა.
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რიჩარდ დურბინი საქართველოში მეორე დღეა, იმყოფებიან. სენატორებმა უკვე გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის დასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.


