Accentnews.ge
შაჰინი: "ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა"

შაჰინი: "ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა"

20/02/2023 15:11:26 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავისი პროფესიით და აწამოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - განაცხადა შაჰინმა.

ამასთან, ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა ყველას მოუწოდა, სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ:

"მიხეილ სააკაშვილს პირადად ვიცნობ. გავიცანი, როდესაც პრეზიდენტი იყო და ხშირად გვსტუმრობდა. ბოლო დროს, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მის ირგვლივ სიტუაციას. მე არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, რაც მის მიმართაა. ასევე, არც სამედიცინო კუთხით არ ვარ ექსპერტი, რომ ვისაუბრო, თუმცა მე ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცით, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მე მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S