Accentnews.ge
უსუფაშვილი პაპუაშვილს მიმართავს: "ორგანიზაციაში, რომელშიც წლები მუშაობდი, უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი ამას?"

უსუფაშვილი პაპუაშვილს მიმართავს: "ორგანიზაციაში, რომელშიც წლები მუშაობდი, უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი ამას?"

20/02/2023 15:29:44 პოლიტიკა

ბატონო შალვა, წლების განმავლობაში მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში და უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, ვისთანაც ფინანსურ ურთიერთობაში იყავი?! უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი შენ ამას?! უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როდესაც აქ რაღაც კანონპროექტებზე მუშაობდი და ვინც შენ გემუშავებოდა იმას “ავერბოვკებდი“, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებზე ემუშავა?! - ეს ხომ სისულელეა ხალხო! - ასე მიმართა “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.

უსუფაშვილის შეფასებით, “არანაირი ამერიკული ამ კანონში არ არის“.

"ამ კანონპროექტიდან გამომდინარე დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე არის აღიარებული იმ საკმარის ფაქტად, რომ დაფინანსების მომცემი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს ამ ქვეყანაში და დაფინანსების მიმღები მის კონტროლ ქვეშაა, მისი გავლენის ქვეშაა, მის მითითებებს ასრულებს. ამერიკის კანონი პირიქითაა აწყობილი, ამერიკის კანონი აცხადებს, რომ თუ ვინმე თავისი ინტერესის განსახორციელებლად, ჩემს ქვეყანაში ვიღაცას აქცევს თავისი კონტორლის დაქვემდებარების და პირდაპირი მითითბებეის ქვეშ, მე მასთან მაქვს მერე საქმეო, ხვდებით განსხვავებას? ჩვენი მოსახლეობის უამრავი ფენა, რომლებმაც ეს უმძიმესი წლები გადაიტანეს სწორედ იმიტომ, რომ მაგალითად წითელი ჯვარი ეხმარებოდა (წითელი ჯვარი ცხადდება ამის მიხედვით უცხო ძალად) და წითელი ჯვარი თუ მისცემს რაღაცა კაპიკებს რომელიღაც ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ვეტერანებზე, დაჭრილებზე თუ ა.შ. თურმე ეს ხალხი იმათი ინტერესების გამო მუშაობს, დავუფიქრდეთ რაზეა საუბარი…“,- მიმართა უსუფაშვილმა პაპუაშვილს.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის - "ხალხის ძალის" კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებია, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდენენ.

ბიუროს სხდომაზე საკითხის მხოლოდ პროცედურული ნაწილი განიხილებოდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილმა აქცია გამართა.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S