Accentnews.ge
რა თქვეს სენატორებმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

რა თქვეს სენატორებმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

20/02/2023 15:44:45 პოლიტიკა

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არხის დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნას ეხებოდა.

ჯინ შაჰინის თქმით, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აპატიმრებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან.

„ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა - განსაკუთრებით მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს არის ძირითადი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რომ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ იმის გამო არ აპატიმრებდნენ, რომ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ. მე არ შემიძლია ვისაუბრო ბრალდებებზე, რომელიც წაყენებული აქვს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მჯერა, რომ ხელისუფლებას ყველა პატიმრის შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული იყოს პატიმრობაში ყოფნის დროს“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, სენატორ დიკ დურბინის თქმით, ის სამედიცინო ექსპერტი არაა, თუმცა ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის სიტუაციას და მისთვის ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება.

„მე მოვუწოდებ, ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S