შაჰინი: "ივანიშვილის სახელი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას"
20/02/2023 16:28:03 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირად საუბარში ექს–პრემიერ ბიძინა ივანშილსაც შეეხო. ამის შესახებ სენატორმა თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა სენატორებს ჰკითხა, "ჰქონდათ თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით".
„ივანიშვილის სახელი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაჟღერდება საქართველოსთან დიალოგში და ეს იყო პირადი საუბრები“, – განაცხადა შაჰინმა.


