Accentnews.ge
შაჰინი – ანაკლიის შესახებ: "იმედი გვაქვს, ვიხილავთ აქ ამერიკულ ინვესტიციებს"

შაჰინი – ანაკლიის შესახებ: "იმედი გვაქვს, ვიხილავთ აქ ამერიკულ ინვესტიციებს"

20/02/2023 16:32:44 პოლიტიკა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თბილისში მაგართულ პრეს–კონფერენციაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს ძალიან კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საპარლამენტო ინიციატივა, რომელიც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებას. ამ რეგიონის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ვიხილეთ უკრაინის ომის შემდგომ, ომმა მეტად გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. როცა ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, და ამ სტრატეგიის ძირითადი მიმართულება გახლავთ ეროვნული უსაფრთხოება და კოლექტიური უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია ასევე მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ აქ ამერიკულ ინვესტიციებს და დაინტერესებულ ბიზნესებს“, – განაცხადა შაჰინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S