"ლელოს" წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ
21/02/2023 06:48:35 პოლიტიკა
"ლელოს" წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ. ისინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან. სხდომაზე მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.
პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში.
უკრაინაში წასვლაზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ".
"მთავარი რომ უკრაინელმა ხალხმა იგრძნოს, რომ ვართ მათ გვერდით. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, აუხსნელია ნებისმიერი მიზეზით უარის თქმა იმაზე, რომ ჩახვიდე უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან ერთი წლისთავზე და გვერდში არ დაუდგე უკრაინელ ხალხს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ


