Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: "თუ ვინმე ამ ქვეყანაში აგენტია და უცხო ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს, ესაა „ქართული ოცნება“

პაატა მანჯგალაძე: "თუ ვინმე ამ ქვეყანაში აგენტია და უცხო ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს, ესაა „ქართული ოცნება“

21/02/2023 07:32:44 პოლიტიკა

"თუ ვინმე ამ ქვეყანაში აგენტია და უცხო ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს, ესაა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები, ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის შემდეგ ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ გვყოლია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "გამჭვირვალობისთვის საჭირო არ არის ვინმესთვის აგენტის იარლიყის მიკერება".

„ქართული ოცნება“ ანტიქართული, ანტიეროვნული ანტიდასავლური ძალაა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინებაა ამ არადემოკრატიული, ვითომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ადამიანის სტიგმატიზებას, რომელიც დაკავშირებულია დასავლურ ღირებულებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის უზენაესობასთან. სიტყვა-სიტყვით პუტინის არგუმენტაცია აქვთ კოპირებული, რომ სადაზღვევო აგენტი არ ნიშნავს ცუდს და კარგია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S