Accentnews.ge
კობახიძე: "ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი"

კობახიძე: "ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი"

21/02/2023 09:46:10 პოლიტიკა

ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ, ეს არის ერთადერთი ეპიტეთი, რომელიც მას მიესადაგება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებაზე.

„გახარია არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი მის მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S