Accentnews.ge
იონათამიშვილი: "საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დიდი მრავალფეროვნებაა და ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები მუშაობენ"

იონათამიშვილი: "საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დიდი მრავალფეროვნებაა და ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები მუშაობენ"

21/02/2023 10:02:49 პოლიტიკა

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დიდი მრავალფეროვნებაა და ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები მუშაობენ".

“სამოქალაქო სექტორის იმიჯზე წუხდნენ აქ ცალკეული ჩემი კოლეგები. სინამდვილეში არაფერი ისე არ აზიანებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ცალკეული მედია საშუალებები ასაღებენ, რომ თითქოს სამოქალაქო აქტივისტები არიან. როდესაც სამოქალაქო უფლებების დაცვაზე უარს ამბობენ და იცავენ კონკრეტული პარტიების უფლებებს და ინტერესებს. როდესაც სამოქალაქო ადვოკატირებას კი არ ეწევიან არამედ აქციაზე გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, მათ შორის სახელმწიფოს შეცვლის მოთხოვნით. მათ შორის ეს აზიანებს და ამიტომ არის რომ რეპუტაცია ნულია და კიდევ ის რომ თითქოს არსებობს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რითაც დიდ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სადაც დიდი მრავალფეროვნებაა და ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები მუშაობენ", – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S