ლუკაშენკო - სააკაშვილზე: "რასაც თვალს ვადევნებ, სახამუშოა და უბრალოდ უკულტურობა"
21/02/2023 10:15:48 პოლიტიკა
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ "სიტუაციას" აკვირდება" და ის უხერხულად ეჩვენება.
ამის შესახებ მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასა და "საგარეო საქმეთა მინისტრ" ინალ არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა.
"ეს რაღაცნაირად უხერხულად, სახამუშოდ გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ რაც არ უნდა იყოს, იგი პრეზიდენტი იყო ქვეყნის. ამიტომაც საქმის იმ დონემდე მიყვანა, როგორც დღეს ხდება, უბრალოდ უკულტურობაა", - განაცხადა ლუკაშენკომ.


