Accentnews.ge
ბეჟაშვილი – ენმ ბოიკოტს წყვეტს "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად

ბეჟაშვილი – ენმ ბოიკოტს წყვეტს "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად

21/02/2023 13:49:48 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ენმ–ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ კანონის მშვიდად მიღების საშუალებას "ოცნებას" არ მისცემენ, ამიტომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდებიან.

ბეჟაშვილის განცხადებით, ბოიკოტის შეწყვეტას ემხრობა ლევან ხაბეიშვილიც.

"ოცნებამ" იკადრა და პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც პრაქტიკულად არის წყალგამოყოფი – ექნება საქართველოს დასავლური კურსი, თუ ისევ პრორურუსლ კურსს არჩევს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. არანაირი განსხვავება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის ხედვებში და ფრაქციის წევრებში არ არის. ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომ ფრაქციამ მიიღოს გადაწყვეტილება არა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის, არამედ ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით ენმ-მ, მიიღოს დებატებში მონაწილეობა და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ანტიევროპული კანონის მიღება არ შეიძლება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო ჩენ არ გვაძლევენ ევროპულ პერსპექტივას, ამ კანონის მიღების გამო ასევე არ მოგვცემენ ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ ფრაქცია ერთიანია ამ საკითხში", - აცხადებს ბეჟაშვილი.

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა); მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S