Accentnews.ge
ახვლედიანი – "ოცნებას": 'ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალს ეთამაშოთ? ხალხი მიძინებული არ არის, ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულდება, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ“

ახვლედიანი – "ოცნებას": 'ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალს ეთამაშოთ? ხალხი მიძინებული არ არის, ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულდება, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ“

21/02/2023 14:07:22 პოლიტიკა

"საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით აიძულებთ ქართველ ხალხს, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს განადგურებას ვერ შეეგუება", – ასე მიმართა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ხალხი მიძინებული არ არის.

ახვლედიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, თუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და „მავნებლურ, დამღუპველ ექსპერიმენტს არ შეეშვებიან“, პროტესტის უკიდურესი ფორმის გარდა გამოსავალი არ დარჩება.

"ეს არის საუკუნის ტრაგედია, როდესაც დღევანდელი მმართველობის მეცადინეობით, ფაქტობრივად ვკარგავთ სანუკვარს - ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას. ვინც მზად ხართ, ამას ხელი მოაწეროთ, ეს თქვენი არჩევანია, ვინც მზად ხართ, საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს რუსული ჩექმა, კრემლმა იპარპაშოს და ამოიძირკვოს ყველაფერი ნორმალური ჩვენთან და ჩვენგან, ეს თქვენი პირადი არჩევანია. მინდა, საქართველოს საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვისთვისაც საქართველოს მომავალი სულ ერთი არ არის, მომავალი, რომელიც ახლა იჭედება - არ დაუშვათ საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალის მიერ საქართველოს ჩაბარება იმ გავლენის სფეროსთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, არასდროს ისურვებს ჩვენთვის ნორმალურ მომავალს, არასდროს ისურვებს სამართლიან, სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიულ პერსპექტივას, ნორმალურ არჩევნებს. ყველა ნაბიჯი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გადაიდგა და გაცხადდა თქვენ მიერ, სწორედ ამ მიზნისკენაა, აღარაფერია დაფარული. ვფიქრობ, ყველაფერი გაცხადდა. საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით აიძულებთ ქართველ ხალხს, გამოვიდეს და თქვას: არა, შეუძლებელია, რომ ამას შევეგუოთო, შეუძლებელია, საქართველოს ჩაბარებას, განადგურებას შევეგუოთო. არაფერი რჩება, თუ არა პროტესტის უკიდურესი ფორმა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეეშვათ ამ მავნებლურ, დამღუპველ ექსპერიმენტს, რომელსაც განსაკუთრებით ახლა შეუდექით. საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არც თქვენ და არც ჩვენ დაგვიწესებია, ეს ჩვენი წინაპრების, ყველა მომდევნო თაობის არჩევანია. ვინ მოგცათ უფლება, რომ საქართველოს მომავალს ეთამაშოთ? იცოდეთ, რომ გგონიათ ხალხი მიძინებულია, ასე არაა. ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულდება, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S