Accentnews.ge
ინფორმაცია, თითქოს გარბიან ჩვენი პოლიციელები, არ არის სიმართლე – გომელაური

ინფორმაცია, თითქოს გარბიან ჩვენი პოლიციელები, არ არის სიმართლე – გომელაური

21/02/2023 16:52:11 პოლიტიკა

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში მიმდინარე მოსმენაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უპასუხა „ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას, პოლიციელების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში 1 108 თანამშრომელმა დატოვა შსს და მივიღეთ - 1 047. ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები, ეს არ არის სიმართლე. სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების, რომლებსაც ჩვენ არ ვუყვარვართ, მათი, ასე ვთქვათ, აწეული თემებია, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები. ეს გადინება ხდებოდა 2000-იან და 90-იან წლებშიც, დღესაც ხდება, მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურების მისაღებად. თუმცა, იცით, რომ ჩვენ მოვუმატეთ ხელფასები. მოემატათ 30%-ით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობები საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან, მათ შორის, იმგვარი კადრების მასობრივი გადინების თაობაზე, რომელთა გადამზადებაც სახელმწიფოს წლები და პარტნიორების რესურსები დაუჯდა, გასული წლიდან ვრცელდება. ხშირ შემთხვევაში საუბარია ქვეყნის დატოვებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S