Accentnews.ge
 ოსი ექს-მაღალჩინოსნის აღიარება: როგორ მოქმედებდა რუსეთი ცხინვალის რეგიონში 1991-2008 წლებში

ოსი ექს-მაღალჩინოსნის აღიარება: როგორ მოქმედებდა რუსეთი ცხინვალის რეგიონში 1991-2008 წლებში

27/02/2019 15:47:52 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მიინისტრმა ოლეგ თეზიევმა უამბო რუსულ გამოცემა “Настоящее Время-სროგორ და ვისი ფულით იარაღდებოდა ოსური ჯარი 2008 წლის ომის წინა პერიოდში


როგორც ცნობილია, ცხინვალის სეპარატისტულმა რეგიონმა ე.წ. დამოუკიდებლობა 1992 წლის 29 მაისს გამოაცხადარუსეთმა სეპარატისტებს იმთავითვე დაუჭირა მხარიროგორც თეზიევი ამბობს – ჩრდილოეთ ოსეთში ვითარების გართულების საფრთხის გამო.

პირველი სერიოზული დაპირისპირება თბილისსა და ცხინვალს შორის უკვე 1992–1993 წლებში მოხდა. ოსურ მთავრობას იმხანად (1991-93) სწორედ თეზიევი ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იყო და ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში მომხდარი ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს ოსურ ფორმირებებს ხელმძღვანელობდა.

გარდა აამისა, თეზიევი 1994 წელს საქართველოს, რუსეთს, სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის დაგომისში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია. ითვლებოდა, რომ ამ დოკუმენტს სეპარატისტულ რეგიონებში მშვიდობა უნდა უზრუნველეყო.

2013 წლიდან თეზიევი მოსკოვში ცხოვრობს დაროგორც თავად ამბობს, უკვე რამდენიმე წელია, ცხინვალის რეგიონში ბიზნესის განვითარებაში დაინტერესებულ ინვესტორებს ეძებს.

დე ფაქტო ექს-პრემიერმა Настоящее Время-ს კრემლის მიერ რეგიონის დაფინანსებისა და იმის შესახებაც უამბორა გზებით ჩააედინებოდა და როგორ იკარგებოდა გზად ფული.

ოლეგ თეზიევი: სხვა გამოსავალი არ გვქონდა, თუ არა ჩაგვერთო ამ კონფლიქტში რუსეთი.

ეს, არსობრივად, ჩემი სისხლის სამართლის საქმეა. - ბესლანსა და ვლადიკავკაზს შორის არსებული საჯარისო ნაწილის დაკავება. 6 თვე “მატროსსკაია ტიშინაში” (რუსული ციხე) გავატარე. მაშინ იქ 14 “კამაზი” ჩავიგდეთ ხელში საბრძოლო მასალებით სავსე მისაბმელებით, კიდევ ერთ დღეში კი - 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (თსდ), რომელიც იდეალურ მდგომარეობაში იყო [თეზიევი გულისხმობს “მე-9 კილომეტრის” სახელით ცნობილი სამხედრო საწყობების ხელში ჩაგდებასადრე ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ყვებოდარომ ხელში ჩაგდებული თსდ-ების რეგიონში “დატოვება” “უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი დეპუტატის წყალობით” მოახერხა – რედ.]

ორიოდ კვირაში დამირეკეს: დაგომისში მივფრინავთ სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლადო.

– თქვენ არმიის შეიარაღებას კურირებდითრა იარაღს ყიდულობდითსაიდან მოგქონდათ და, რაც მთავარია, სად შოულობდით მის შესაძენად ფულს?

– 
საწყის ეტაპზე იარაღს ინგუშებისგან ვყიდულობდით, ისინი კი, თავის მხრივ – ჩეჩნებისგან. ეს ძირითადადის იარაღი იყო, რომელიც ელცინმა დაუტოვა ჩეჩნებს ძალიან დიდი რაოდენობითისინი მას, მე ვიტყოდი, კაპიკებად ინგუშებზე ყიდდნენ,
ინგუშები კი ჩვენზე.

ეს, უმთავრესად, იყო ავტომატები АК-47. ვყიდულობდით ასევე ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებსრადგან გვესმოდარომ ქართველებს ტანკები ჰქონდათ, ჩვენ - არა.

– რომელ წელს დაიწყო რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დაფინანსება და რა მოცულობით?

– 1992–1993 წლებშიმაგრამ პირველი ტრანშიდან სერთოდ ვერაფერმა ჩამოაღწია, მეორედან – მხოლოდ ნახევარმა.

ეს ტრანშები ასე იყოფოდა50/50. ანუ, 50% ისევ მოსკოვში ილექებოდა ჯიბეებში, ხოლო იმ 50-ის მინიმუმ, ნახევარი, რაც სამხრეთ ოსეთამდე აღწევდა – უკვე ადგილობრივ ჯიბეებში.

[2002 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რეგიონში რუსეთის “სამშვიდობო ოპერაციის” “სრული” დაფინანსების შესახებხოლო 2004-ში გამოთქვა მზადყოფნა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება დაეფინანსებინა2008 წელს ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ გაჩნდა ოფიციალური ინფორმაცია რუსეთის მიერ მათი დაფინანსების თაობაზე - რედ].

– და საერთოდ რატომ აფინანსებდა რუსეთი სამხრეთ ოსეთს?

– იმ დროისთვის სხვა გამოსავალი არ იყოჩვენ რამდენიმე განმარტებითი ბარათი დავწერეთრა იქნებოდა, თუ სამხრეთ ოსები ჩრდილოეთ ოსეთში წავიდოდნენ, ან სამხრეთ ოსეთიდან იარაღის გამოყენებით გაყრიდნენ – ისინი რუსეთში სიტუაციას ააფეთქებდნენ.

– ჟურნალი "Власть" წერდარომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოველწლიურად 2,5 მლრდ რუბლს უყოფდა.შეგიძლიათ, შეაფასოთ ეს ციფრი?

– სრულ ინფორმაციას არ ვფლობთუმცა ვიცი, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ხელისუფლების სათავეში კოკოითი მოვიდა [ედუარდ კოკოითი – 2001-2011 წ.წ. თვითგამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რიგით მეორე დე ფაქტო პრეზიდენტი]ფული ყოველწლიურად გამოიყოფოდადროდადრო – თქვენს მიერ დასახელებულზე მეტი ოდენობითაც კიმაგრამ იმ ფულს რომ მაშინ კონკრეტულ ადრესატებამდე მიეწღია – ფირმებამდე, რომლებიც რაღაცას აშენებდნენან ადამიანებამდესკოლებამდე, ინსტიტუტებამდე... -ახლა სხვა მდგომარეობა იქნებოდა. რეალურად, ამ ფულს ძალიან სწრაფად უბრალოდ აცამტვერებდნენ.

– ახლაც აფინანსებს რუსეთი პროცესებს სამხრეთ ოსეთში?

– დიახ, რა თქმა უნდა.

– რამდენი ფული ჩადის იქ რუსეთიდან?

– ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობმაგრამ ვიცირომ საკმაოდ ბევრი. თუმცა ეფექტს ამისაგან ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.

– და როგორ აღწევს ეს ფული სამხრეთ ოსეთში? "Власть" წერდარომ ფული ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტში ირიცხებოდახოლო შემდეგ “საერთაშორისო დახმარების” სტატუსით უკვე ამ რეგიონის ბიუჯეტიდან გამოიყოფოდაასეა?

– საწყის ეტაპზე მართლაც ასე იყოსამხრეთ ოსეთის მიმართულებით დახმარება ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მოდიოდაბანკიც კი შეიქმნა – ახლა ის აღარ არსებობსახლა როგორ არის ამ მხრივ საქმე – არ ვიცი.

– არ გეჩვენებათ, რომ ამჟამად რუსეთს სამხრეთ ოსეთის საკითხი თვითდინებაზე აქვს მიშვებულიმან აღიარა სამხრეთ ოსეთის ამოუკიდებლობათუმცა მსოფლიოს ის არ უღიარებია - ბელარუსსაც კი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებაოთხი წლის წინ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინადაიწყო სამხედრო მოქმედებები დონბასში და ცხადი გახდა, რომ მოსკოვს პრიორიტეტები შეეცვალაახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის თითქოს საერთოდ აღარ სცალია...

– არა, ასე არ ვთვლი, რადგან რუსეთი ყოველთვის სთავაზობდა სამხრეთ ოსებს, განვითარების პრიორიტეტზე ჩამოყალიბებულიყოამის გაკეთება კი შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც ესმით, რა არის ეს.

– არ მჯერა, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი უახლოეს წლებში გადაწყდებათქვენ გჯერათ?

– იმედით ცოცხლობს ადამიანიმე ვთვლი, რომ ასე იქნება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არსებობს მექანიზმები და ჩვენ ამ მეანიზმების რეალიზებას ვახდენთ.

– შეგიძლიათ, გვიამბოთ ამ მექანიზმების შესახებ?

– უკომენტაროდ.​

რა ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 1990-2000-იან წლებში

დაგომისის 1994 წლის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ე.წ. გამყოფ ხაზზე გამოჩნდნენ "მშვიდობის მხარდამჭერი შერეული ძალები" სამი ბატალიონის – რუსულის, ქართულისა და ოსურის შემადგენლობით.

საქართველოს წლების განმავლობაში სეპარატისტულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა აქტიურად არ უცდია. მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიცვალა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა იმთავითვე გამოაცხადა კურსი ქვეყნის ტერიტირიული მთლიანობის აღდგენაზე და ამ მიმართულებით კომპლექსური გეგმის განხორციელება დაიწყო. იგი მოიცავდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობას ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ხშირ ჩატარებას და ა.შ., რის მიზანსაც ომით გაპარტახებული სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობაში რეინტეგრაციის ინტერესის გამოწვევა წარმოადგენდა. გადაიდგა ასევე რიგი სოციალურ-პოლიტიკური ნაბიჯები: ყველას გვახსოვს კამპანია “კოკოით, ფანდარასტ” (“კოკოითო, წადი”) ვლადიმირ სანაკოევის ხელმძღვანელობით; ასევე სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, რომელიც დიმიტრი სანაკოევს ჩააბარეს (დღემდე მიდის დავა ამ ნაბიჯის მართებულობის შესახებ).

თავის მხრივ, რუსეთმა იმავე პერიოდში მიიღო მოქალაქეობის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზეც აფხაზების 2/3-ზე მეტი და ოსების 80% რუსული პასპორტის მფლობელი გახდა. სეპარატისტულ რეგიონში გაძლიერდა მილიტარიზაცია, გამალებით წარმოებდა საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დღემდე გრძელდება.

2008 წლისთვის მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა. სადღეისოდ უკვე საყოველთაოდაა ცნობილი და აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის – ჰაიდი ტალიავინის საერთაშორისო კომისიის დასკვნით (დასკვნის სრული ვერსია: http://smr.gov.ge/FileList.aspx?ID=8  ), რომ აგვისტოს ომამდე ბევრად ადრე მოსკოვი პირდაპირ გადავიდა პროვოკაციებზე, მათ შორის – ქართული სოფლების დაბომბვაზე, რომელსაც სეპარატისტულ რეგიონში საგანგებოდ შეყვანილი ე.წ. “მწვანე კაცუნები” - ГРУ-ს თანამშრომლები და კაზაკები ახორციელებდნენ. ამ დაბომბვების შედეგად იყო მსხვერპლიც.

და აი, აგვისტოს დასაწყისში ქართულმა მხარემ საპასუხო ზომების მიღების გადაწყვეტილება – “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციის” დაწყება გამოაცხადა. 08.08.08-ს ან ხუთდღიანი ომის სახელით ცნობილი ტრაგიკული მოვლენები ქართველების მარცხით დასრულდა. მალევე, კერძოდ აგვისტოს ბოლოს მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

იმასთან დაკავშირებით, რამ გადააწყვეტინა და რატომ წამოიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია”, თბილისს, ცხინვალსა და მოსკოვს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამ ნაბიჯის მიზეზებზე, მართებულობასა და იმაზე, თუ ვინ დაიწყო ეს ომი, დღემდე გრძელდება დავა, მათ შორის – თავადა თბილისსა და მოსკოვშიც.

ამასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესო ვერსიას გვთავაზობს ოსი პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ალან ჩოჩიევი” (http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=68).


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S