Accentnews.ge
კობახიძე: "ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი აფინანსებს პოლარიზაციას"

კობახიძე: "ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი აფინანსებს პოლარიზაციას"

22/02/2023 09:49:31 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან და რისთვის ფინანსდება.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწობენ პოლარიზაციას.

"არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩვენს პარტნიორება არ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია. მაგალითად, ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი აფინანსებს პოლარიზაციას. როდესაც საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, შესაბამის სტრუქტურებს უბიძგებს, რომ პოლარიზაცია აღარ დააფინანსონ საქართველოში. მაგალითისათვის, არის ერთ-ერთი ორგანიზაცია "სირცხვილია", მისი მთავარი მიზანი არის პოლარიზაციის გაღვივება, ყველამ იცით ხომ? ეს არის "ნაცმოძრაობის" ექსტრემისტურლი ფრთა და პირიდაპურ ევროკავშირისგან იღებს ეს ორგანიზაცია დაფინანსებას", – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ამავე ლოგიკით „ალტ ინფო“ აღვივებს თუ არა პოლარიზაციას, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"აქეთ არის „სირცხვილია“, მეორე მხარეს არის „ალტ ინფო“, მესამე მხარეს არის „პრიმაკოვის ფონდი“, მეოთხე მხარეს არის სხვა ორგანიზაცია და მათი დაფინანსება ხდება უცხოური წყაროებიდან. არც ერთი ამ ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ საიდან და რა მიზნით ფინანსდება. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ ვინმე მალავს ფინანსებს, ამითაც დაინტერესდებიან უწყებები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც აქვს მონიტორინგის უფლება. „სირცხვილია“ არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება კონკრეტული წყაროებით, აქეთ არაფორმალურად აფინანსებს კეზერაშვილი და იქით ფორმალურად აფინანსებენ უცხოური წყაროები. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც პოლარიზაციას აღვივებს. საზოგადოებამ ისედაც იცის, ამას რეესტრი არ სჭირდება, რომ „სირცხვილია“ არის არა სამოქალაქო აქტივისტების ერთობა, არამედ ენმ-ის ოჯახის წევრების ერთობა, ენმ-ის ექსტრემისტების ახალგაზრდული ფრთა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S