Accentnews.ge
კობახიძე – ყოფილ თანაგულდელ გახარიაზე: "მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა, კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ"

კობახიძე – ყოფილ თანაგულდელ გახარიაზე: "მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა, კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ"

22/02/2023 09:58:09 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თანაგუნდელ გიორგი გახარიაზე "კოკაინის ფაქტორი ძალიან კარგად გამოიყენეს".

მან გახარიას "საცოდავი კაცი" უწოდა და აღნიშნა, რომ "კომენტარის ღირსიც არ არის".

"პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა ეს კაცი, საქმის აღძვრა არის სამართალდამცავების ფუნქცია, არანაირი კომენტარის გაკეთება მე არ შემიძლია" - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი გახარიას შესახებ გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

"რაც შეეხება წარსულს, მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა და გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. გახარია იყო მოაზრებული როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაელახა ე.წ. 43%-იანი ბარიერი. მაშინ აქტუალური იყო და ის ფაქტი, რომ კოკაინს მოიხმარდა ძალიან კარგად გამოვიყენეთ, მათ შორის იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ეს ფაქტორი და დღეს აღარაა ფაქტორი. ამ კაცზე საუბარი არ ღირს. გახარიას და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ ერთი პატრონი. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც მან გააკეთა 20 ივნისს და რასაც აკეთებდა 2021 წელს, წელს დაკარგა აქტუალობა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S