„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან
22/02/2023 11:33:57 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, ისინი უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
„24 თებერვალს, ომის წლისთავის აღსანიშნად, უკრაინის რადამ სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია. ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. ამის საპირისპიროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა, 24 თებერვალს წავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და მასთან ერთად იქნება ბოლომდე ამ ბრძოლაში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გზებზე როგორ შეიძლება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს. ამ ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხი და ქართული ოპოზიცია ვართ უკრაინელების გვერდით, ვგულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას“, - განაცხადა წითლიძემ.
მისივე ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინაში გამგზავრებას "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ხაჯიშვილთან და გია ბარამიძესთან ერთად, თავადაც გეგმავს.


