დუდა: "რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს"
23/02/2023 05:50:38 პოლიტიკა
რუსეთი არის იმპერია, რომელსაც კოლონიური ამბიციები აქვს, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთი ახორციელებს დესტაბილიზაციას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
"კრემლს სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან შეტევას. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ შეაჩეროს ეს“, - განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ სურს პოლონეთს, უკრაინას დაეხმაროს.
„ეს არის ჩვენი პოზიცია და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა წინ აღუდგება რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“, - აღნიშნა დუდამ.


