ლილუაშვილი: "ვაპირებ, რომ მივიდე 24 თებერვლის აქციაზე"
23/02/2023 09:03:47 პოლიტიკა
ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს ამ მათ ამ ომში და უსურვებს გამარჯვებას,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისათვის: 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით თბილისში პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება.


