Accentnews.ge
ანდრეი კასიანოვი: "პუტინის სამხედრო ხუნტა შეცდა"

ანდრეი კასიანოვი: "პუტინის სამხედრო ხუნტა შეცდა"

23/02/2023 09:13:19 პოლიტიკა

პუტინის აგრესია მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე -"რუსეთის აგრესია უკრაინაში :წინააღმდეგობის ერთი წელი" - განაცხადა.

მისი თქმით, "უკრაინაში მიმდინარე ომი ყველა იმ ადამიანის ომი გახდა, ვინც კრემლის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგია".

"პუტინი ფიქრობდა რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა მისი სამხედრო ხუნტა შეცდა. ნატო და დასავლეთი ისეთი ძლიერი და ერთიანი არასოდეს ყოფილა როგორც დღეს. რუსეთი გლობალურად დაშორდა ცივილიზაციას და სრულ იზოლაციაშია. ის დაემსგავსა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. რუსეთმა ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა და ეს გრძელდება. რუსეთის პროპაგანდა მისი არმიის ძლევამოსილების შესახებ, საბოლოოდ დაინგრა. ისინი მაროდიორები არიან. რუსეთი იბრძვის დასახლებული პუნქტების, სახლების, სკოლების, თეატრებისა და საავადმყოფოების წინააღმდეგ. ისინი მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ ფოსფორის ბომბებს იყენებენ. უკრაინაში რუსმა ჯარისკაცებმა ათასობით სამხედრო და ომის დანაშაულები ჩაიდინეს. უკრაინას ყველაფერი დადასტურებული აქვს და აუცილებლად დადგება რუსი სამხედროებისა და პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს გარდაუვალია. დასავლეთი უკრაინის გარშემო გაერთიანდა. პარტნიორები შეიარაღებით გვეხმარებიან, რაც ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის ფედერაციის დამარცხებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. დიდება უკრაინას დიდება საქართველოს", – განაცხადა ანდრიი კასიანოვმა.

თბილისში მიმდინარე კონფერენციას, რომელიც უკრაინაში ომის წლისთავთანაა დაკავშირებული, არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც „ქართული ოცნების“ წევრები არ ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოში უკრაინის საელჩოს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და ჰოლანდიის საელჩოს ორგანიზებით იმართება.

"ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არც ერთი წარმომადგენელი დღეს არ არის ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს პირადად მე მივმართე წერილებით, თხოვნით, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, რომ მოსულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ. აქ მტრული გარემო არავისთვის არაა. არცერთი მათგანი აქ არაა და ეს არის ნიშანი იმისა, თუ რას ფიქრობს და რას აპირებს, დღევანდელი ხელისუფლება",- განაცხადა EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S