Accentnews.ge
ნიდერლანდების ელჩი: "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ, შეშფოთებული ვარ"

ნიდერლანდების ელჩი: "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ, შეშფოთებული ვარ"

23/02/2023 10:31:33 პოლიტიკა

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მარია ქრისტინა ვან კოლდამი ამბობს, რომ "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონპროექტით შეშფოთებულია. როგორც იგი აღნიშნავს, ნიდერლანდების საელჩო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დიდი დონორი და მხარდამჭერია.

"ძალიან შეშფოთებული ვარ ამ კანონპროექტით, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ეს კარგი გზაა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ბევრნაირად გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და არა მხოლოდ თბილისში. ეს არის საშუალება მზრუნველობისა და გვერდში დგომისთვის და ამისთვის ვართ აქ. ამას ვაკეთებთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს, მის მოსახლეობას, რეფორმების პროცესს", - აღნიშნავს ელჩი.

მისი თქმით, ბევრი ორგანიზაცია მუშაობას ხელისუფლებასთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან:

"ამ მხრივ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ, და როცა გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას. ჩვენ დონორები გამჭვირვალეები ვართ და საუკეთესო ზრახვები გვაქვს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S