Accentnews.ge
პაპუაშვილი: "პარაზიტობაა, როცა აქ აანონსებ აქციას და უკრაინაში თავის გამოსაჩენად მიდიხარ"

პაპუაშვილი: "პარაზიტობაა, როცა აქ აანონსებ აქციას და უკრაინაში თავის გამოსაჩენად მიდიხარ"

23/02/2023 11:59:50 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, 24 თებერვალს თბილისში აქცია დაგეგმეს, თვითონ კი კიევში წავიდნენ.

"ამ აქციის ორგანიზატორები საქართველოში არ არიან და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატი ვიცი, რომ მივლინებაში გაემგზავრა ქვეყნის მიღმა. ამიტომ, ეს აჩვენებს რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში. რაც შეეხება იქ წასვლას, დღეს ბევრია, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში, რომელიც პარაზიტობს უკრაინაზე. პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო და იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო და იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე. ამ აქციას ჰყავს ორგანიზატორები, რომელიც არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზატორებიც კი, თავად არ მიდიან აქციაზე და თავისთავად, მე ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე მისვლის არანაირი სურვილი არ მაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ხვალ, 24 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S