Accentnews.ge
სააკაშვილი - მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი

სააკაშვილი - მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი

23/02/2023 13:39:58 პოლიტიკა

მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი, - ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი,ზურაბ ჩხაიძე „რუსი ენდოკრინოლოგია“.

მისი თქმით, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალს გააზრებული აქვთ ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ისინი ცდილობენ არსებული ფაქტი პაციენტს დააბრალონ.

„გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი. მას რუსეთში აქვს განათლება მიღებული. ერთი სპეცოპერაცია რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიმართულებით და მეორე სპეცოპერაცია აქ იყო დაწყებული“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S