Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, ქართულ ღირსებასაც იცავდნენ"

ზურაბიშვილი: "ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, ქართულ ღირსებასაც იცავდნენ"

24/02/2023 08:43:36 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანამემამულეები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, ქართულ ღირსებასაც იცავდნენ.

"დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეა. 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე. 19 თებერვალს კი მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო. ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება არ გავიგოთ როგორც ნიშანი... მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინელ დაღუპულ სამხედროებს და მოქალაქეებს - ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლსა თუ ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები, ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ, ისინი ქართულ ღირსებასაც იცავდნენ", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S