ირინა ხაკამადა: "ფრონტზე მხოლოდ იდიოტები მიდიან"
24/02/2023 09:35:20 პოლიტიკა
რუსეთში მოღვაწე ცნობილმა პოლიტიკოსმა ირინა ხაკამადამ რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხ RTVI-ს ეთერში გაკეთებული განცხადებებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რუსეთში მიმდინარე სამხედრო მობილიზაციის მორიგი ტალღის პრობლემატურობასთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანმა ხაკამადას ჰკითხა, "რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს - სამშობლოს წინაშე ვალის მოხდა, თუ საკუთარი შვილის სიკდილისგან დაცვა?", რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა:
"ვალს ხომ გააჩნია? ამ შემთხვევაში ჩვენი სამშობლოს წინაშე არავითარი ვალი არავის გვაქვს: ჩვენს სამშობლოს არავინ ესხმის, იგი ადგილზეაო".
ხოლო შემდეგ კითხვას, არიან თუ არა ფრონტზე წასულებს შორის მისი ნაცნობები, ხაკამადამ უპასუხა:
"არა, არ არიან - ჩემს სანაცნობოში იიოტები არ მყავს".
ცნობისთვის: უკრაინაში სრულმასშტაბიანი ჭეშრიდან გასული ერთი წლის განმავლობაში რუსეთს, სხვადასხვა მონაცემებით, უკვე 150 000-მდე მებრძოლი ჰყავს დაკარგული. მობილიზაციის ახალი ტალღა დიდი სირთულეებით მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსეთიდან გარბიან. კრემლის პროპაგანისტები კი, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი, არწმუნებენ მოსახლეობას: "სიკვდილი გარდაუვალია, ყველას გველის და სჯობს, მართალ საქმეს შესწირო თავი, ვიდრე შინ გარდაიცვალო რომელიმე მძიმე სენისგან".


