Accentnews.ge
ელჩი დეგნანი – ანტიდასავლურ კამპანიაზე:  "ეს არ უწყობს ხელს ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს"

ელჩი დეგნანი – ანტიდასავლურ კამპანიაზე:  "ეს არ უწყობს ხელს ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს"

24/02/2023 10:19:51 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს.

„ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ყველაფერი ნამდვილად მოდის წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანთან, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ მომავალს, განვითარებას, ევროპისკენ სვლას, დივერსიფიცირებულ ეკონომიკას, კეთილდღეობას, ქვეყნის ნაკლებ დამოკიდებულებას რუსეთე და ამ მიმართულებით საქართველომ პროგრესს მიაღწია გასული წლების განმავლობაში. ახლა არის ის მომენტი, რომ ეს პროგრესი უნდა გაგრძლედეს და არ არსებობს არანაირი მიზეზი და საჭიროება იმისა, რომ საქართველო იყოს დამოკიდებული რუსეთზე ვაჭრობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების ან სხვა მიმართულებით. საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები და ქართველი ხალხისთვის არ არის მისაღები ამ მეგობრებთან მიმართებაში ასეთი კამპანიის წარმოება იმიტომ, რომ ეს არ უწყობს ხელს ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს", - განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S