Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "ჩვენ კარგად დავინახეთ საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია უკრაინის მიმართ საერთაშორისო ფორუმებზე"

აშშ–ის ელჩი: "ჩვენ კარგად დავინახეთ საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია უკრაინის მიმართ საერთაშორისო ფორუმებზე"

24/02/2023 10:34:47 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკამ კარგად დაინახა საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია უკრაინის მიმართ საერთაშორისო ფორუმებზე.

"როდესაც რუსეთმა დაიწყო ეს ომი, ქვეყნებმა და პარტნიორებმა, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას, სთხოვეს ყველას, რომ დახმარებოდნენ უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში ამ აგრესიის გასამკლავებლად და ძალიან ფასდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა და რეაგირება ამ კუთხით, დახმარების კუთხით, მათ შორის მთავრობის დახმარება, რომელმაც უზრუნველყო გენერატორების გადაცემა უკრაინისთვის, იმ პერიოდში, როდესაც ამის ძალზე დიდი საჭიროება იყო. ასევე აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ზუსტად ახლახანს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია და მას მხარი დაუჭირა საქართველომ. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ . და ჩვენ კარგად დავინახეთ საქართველოს პოზიცია, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია საერთაშორისო ფორუმებზე. ყველა რითაც შეუძლია დახმარება ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დასაფასებელი და ამას ვაფასებთ", – განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S