კასიანოვი: "ოცნების" წევრი დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე"
24/02/2023 12:05:17 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ადრეი კასიანოვი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს.
"კობახიძის აშკარა პრორუსული განცხადებები, რომლებიც ეხება, რომ რუსეთს აქვს უკრაინაში ომში უპირატესობა და რომ რუსებმა დაიკავეს 10 დასახლებული პუნქტი - სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც საკუთარ თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს საკუთარი ნებით დაუთმო საქართველოს პარლამენტის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგისს დეპუტატს", - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, კასიანოვმა.
მან ასევე გააკრიკტიკა მმართველი პარტიის სხვა წევრებიც.
"თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლებო მონოუმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომელიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ პროსახელისუფლებო "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. ასევე ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგო რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს", - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, კასიანოვმა.


