Accentnews.ge
კასიანოვი: უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს

კასიანოვი: უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს

24/02/2023 12:44:18 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალების შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს ევროპაში ან აშშ-ში სამკურნალოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა. კასიანოვმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"იქედან გამომდინარე, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანამრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია, უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და გაიყვანოს იგი სამკურნაოდ ევროპასა და თუ აშშ-ს სამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფი ტენდენციების გათვალისწინებით", -განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S