Accentnews.ge
"უკრაინულ მხარეს საქართველოს მთავრობისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიზნების განხორციელებაში მონაწილეობაზე"

"უკრაინულ მხარეს საქართველოს მთავრობისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიზნების განხორციელებაში მონაწილეობაზე"

24/02/2023 12:49:41 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინულ მხარეს საქართველოს მთავრობისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიზნების განხორციელებაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"უკრაინულ მხარეს არ მიუღია არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ", – განაცხადა მან.

ამასთან, კასიანოვმა ისაუბრა დეფიტიზმის ფენომენზეც ( რიტორიკა, იმის შესახებ, რომ მაინც არაფერი გამოგვივა) ქართულ პოლიტიკაში და თქვა, რომ "საქართველოს მოქალაქეების მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართით, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S