კასიანოვი: "თბილისში, უკრაინის საელჩოსთან პრორუსების რეგულარული აქციებია"
24/02/2023 13:20:45 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, "თბილისში, უკრაინის საელჩოსთან პრორუსების რეგულარული აქციებია". ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, ასევე პრორუსული ძალების მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ორგანიზებული რეგულარული ანტიუკრაინული აქციებით“, — განაცხადა კასიანოვმა და დასძინა, რომ ბოლო ასეთი აქცია 20 თებერვალს გაიმართა.


