კასიანოვი: "არ გვიკვირს კობახიძის განცხადება, რომელმაც თავისი სკამი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უვარგის დეპუტატს დაუთმო"
24/02/2023 13:27:30 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები ომის შესახებ არ აკვირვებს.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უვარგის დეპუტატს. მმართველი გუნდის ზოგიერთი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. მათ ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს”, – განაცხადა კასიანოვმა.


