Accentnews.ge
პაპუაშვილი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "ხდება სტიგმატიზება რუსულ კანონად, გამჭვირვალობა აუცილებელია"

პაპუაშვილი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "ხდება სტიგმატიზება რუსულ კანონად, გამჭვირვალობა აუცილებელია"

25/02/2023 08:51:14 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი და გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია.

„მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის - დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რაც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით. ამ საუბრებში ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ამგვარი მიდგომებისა და ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტში შედგება კომუნიკაცია როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე პარტნიორებთან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, რადგან ხდება კანონპროექტის „სტიგმატიზება რუსულ კანონად“ და „პროპაგანდისტული აჟიოტაჟია“.

ბოლო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად გააკრიტიკა კანონპროექტი.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S