მთავრობის დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ
27/02/2023 07:57:46 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 თებერვალს გამოსცა №81 დადგენილება, რომლითაც შესწორება შეიტანა 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში.
№255 დადგენილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლება ჰქონდათ.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.


