ლატვიის პრეზიდენტი: "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები"
27/02/2023 08:39:28 პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებები.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარება, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად", - წერს ეგილს ლევიტსი სოციალურ ქსელში.


