პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა
27/02/2023 15:27:06 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.
დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ივე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა.
"დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება. ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის პოზიცია, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა დაეთანხმა. იუსტიციის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, დაცული იყოს“, -განაცხადა ჰერჩინსკიმ.


