Accentnews.ge
ფოტიგა - დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა – გადაარჩინე სააკაშვილი

ფოტიგა - დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა – გადაარჩინე სააკაშვილი

27/02/2023 15:42:04 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმიანება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი და აცხადებს, რომ ეს არის თავისუფალი სამყაროს ხმა.

“ეს არ არის ერთი ევროპარლამენტარის ხმა.

ეს არის მთელი ევროპარლამენტის, მრავალ ეროვნული პარლამენტის და პატივცემული საჯარო პირების განცხადება.

დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა.

თავისუფალი სამყაროს ხმა: #გადაარჩინე სააკაშვილი”, - წერს ფოტიგა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S