ევროკავშირის ელჩი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორთან"
27/02/2023 16:08:44 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კანონად არ იქცევა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, კანონპროექტი ევროკავშირის თორმეტ პრიორიტეტთაგან, სულ მცირე, ორთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ეს არის არასწორი გზავნილი, არასწორი დროის არჩევის მხირვ. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორთან - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისულფების შესახებ პრიორიტეტებთან. მე ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე, რომ ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ოფიციალურმა ბრიუსელმა საკუთარი შეხედულება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოხატა, რომელიც ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინაარმდეგაა მიმართული.


