Accentnews.ge
"გგონიათ, საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან?"

"გგონიათ, საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან?"

28/02/2023 09:59:00 პოლიტიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც პარლამენტშია დაინიცირებული კანონპროექტი, ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს მიმართავს.

ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ეს მექანიზმი მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტია ხლისუფლების ხელში.

„ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური, გარდა იმისა რომ ამორალური და ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტურია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტსახალგაზრდების, თაობების მასიურად ტვინების წმენდა თუ გინდა, მისწრებაა. ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და იყენებს. ჰოდა, როცა ამბობთ (სამართლიანად) რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია ან პირდაპირ რუსეთის დასმულია და ყველგან და ყველაფერში იმას აკეთებს რაც რუსეთს ესიამოვნება ან არ გააღიზიანებს, ეგ ჯარზე არ ვრცელდება? გგონიათ, რომ საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან?კონტაქტები არ გაქვთ და არ იცით რას ეუბნებიან?იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულწრფელად გჯერათ რომ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, რატომ უნდა უჭერდე მხარს პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ ჯარში ახალგაზრდების წასხმას?ამას აკეთებს ბიძინა ახლა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებითდა ამ მავნებლობის მხადაჭერით, პირდაპირ ეხმარებით მას და, შესაბამისად, რუსეთს. ჰოდა რანაირად უთავსებთ ერთმანეთს ამყველაფერს? ასე რთულია ამის გააზრება?“,– კითხულობს ჯაფარიძე.

დაგეგმილი ცვლილებებით, ახალგაზრდები სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ „გირჩის“ მიერ დაფუძნებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით, თუმცა მსგავსი ულებამოსილება რჩება საპატრიარქოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S