Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის შესახებ საქართველოზეც არის საუბარი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის შესახებ საქართველოზეც არის საუბარი

28/02/2023 10:15:31 პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ანგარიშს 2021 წელს ტერორიზმის შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველო განაგრძობდა ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად რჩებოდა. დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და აქტივისტების მიმართ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.

„ტერორიზმის თვალსაზრისით 2021 წელს საქართველოში ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, საქართველოს თავისი საზღვრების უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის მოქმედებებს განაგრძობდა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს დააკავეს ექსტრემისტული ორგანიზაციასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საქართველოს 5 მოქალაქე.

დოკუმენტის თანახმად, "ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მიმართეს ძალადობას 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებისას ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ":.

„ამ ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის პროტესტი და ეცადნენ პარლამენტის შტურმს და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს. ლგბტქი+ აქტივისტები აცხადებდნენ, რომ დევნის ობიექტები გახდნენ, ვინაიდან ადგილი სადაც ისინი თავს აფარებდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აღმოაჩინეს, ეს მოვლენები მას შემდეგ მოხდა რაც პრემიერ-მინისტრმა Tbilisi Pride-ის ღონისძიებებს "მიზანშეუწონელი" უწოდა. დღის განმავლობაში შსს-მ არეულობასთან ბრძოლის ზომების მიღება ვერ შეძლო. მიუხედავად 28 ადამიანის დაკავებისა და გასამართლებისა, არც ჯგუფის ლიდერებს და არც ძალადობის ორგანიზატორებს არ დაჰკისრებიათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია ულტრამემარჯვენე ჯგუფი Alt-Info, რომლის ლიდერებმა შემდგომში დაარეგისტრირეს პოლიტიკური პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ და გახსნეს ოფისები საქართველოს მასშტაბით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველოში არ მომხდარა არც ერთი ტერორისტული ინციდენტნი.

ანგარიშში შეფასებულია ანტიტერორისტული საკანონმდებლო ბაზაც და აღნიშნულია, რომ „საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით და მჭიდროდ თანამშრომლობს მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან და საქართველოს პროკურატურასთან“.

ანგარიშის მიხედვით, "იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S