რაისი: "ვნანობთ, რომ აშშ-მა და ევროპამ რუსეთს 2008 წელს უკანონო ქმედებების გამო არ დავუწესეთ სანქციები"
28/02/2023 12:13:33 პოლიტიკა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ ნანობს, რომ დასავლეთმა რუსეთს 2008 წელს უკანონო ქმედებების გამო სანქციები არ დაუწესა. ამის შესახებ მან ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.
"2008 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით რუსეთმა ვერ მოახერხა თბილისში შეჭრა. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ვნანობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს თავისი უკანონო ქმდემებების გამო მაშინ არ დავუწესეთ სანქციები", – განაცხადა რაისმა.
მისი თქმით, საქართველო ახლა არასწორი მიმართულებით მიდის.
როგორც მან აღნიშნა ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებებ, ასევე პრობლემებია დამოუკიდებელი მედიის მხრივ:
"დავკარდეთ ფოკუსი საქართველოზე, სადაც უკვე სხვა ვითარებაა, ადამიანის უფლებები ირღვევა, ასვე პრობლემაა დამოუკიდებელი მედიის მხრივ. საქართველო ეხლა სწორი მიმართულრბით არ მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას".


