ფიონა ჰილი: "საქართველო ახლა სხვა მხარესაა და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს"
28/02/2023 12:13:52 პოლიტიკა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების ყოფილი დირექტორი ფიონა ჰილი აცხადებს, რომ "საქართველო ახლა სხვა მხარესაა და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს". ამის შესახებ მან ბრუკინგის ინსტიტუტში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.
"პუტინი ყოველთვის იმაზე ფიქრობს, როგორ შეძლოს სიტუაციით მანიპულირება, რომ შემდგე საიდუმლო გარიგება მოახდინოს. მან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხაფანგში მოაქცია. პუტინი ყოველთვის კარგად პოულობს ადამიანების სუსტ წერტილს. სააკაშვილმა, რომელიც ახლა ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ძალაუფლება 2012 წელს დათმო და ამის შემდეგ საქართველო სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ქვეყანა ახლა სხვა მხარესაა, დასუსტებულია და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან საქართველოში ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია", - განაცხადა ფიონა ჰილმა.


