სამნიძე: "რესპუბლიკელებს" გვითხრა ივანიშვილმა, „იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო“
28/02/2023 19:34:39 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე იხსნებეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას 2014 წელს რუსეთთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მკაცრი პოზიციონირების გამო.
სამნიძის თქმით, მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ ამ მკაცრი გამოსვლის გამო კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბოდიში შეუთვალა.
„დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს დისკრედიტაციას ყველა იმ სივრცის, ადამიანის, ორგანიზაციის, რომელიც ბედავს და მას უპირისპირდება. ეს არ არის გუშინდელი თემა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაიწყო თავდასხმები. კოალიციაშივე იყო ამის მცდელობები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში მკაცრი განცხადებებით გამოვდნენ „რესპუბლიკელები“ – თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი – ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინა (ყირიმი, დონბასი), მაშინ ჩვენ – „რესპუბლიკელებს“ გვითხრა ივანიშვილმა, „ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო“. პასუხი მიიღო, რომ „ამ ადამიანებდა საქართველოს სახელით ილაპარაკეს“. ამით იმის თქმა მინდა, რომ კოალიციაში ეს მიმართულება – უსაფრთხოება, დასავლური ინტეგრაციაცია მიგვყავდა „რესპუბლიკელებს და „თავისუფალ დემოკრატებს“, დიდხანს ვცდილობდი, ამ მიმართულებით არ შექმნილიყო პრობლემები, როდესაც ვხედავდით მცდირე ცვლილებებს“,– თქვა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ როგორც კი ერთპარტიული გახდა მმართველობა, დაიწყო სივრცეების განადგურების პროცესი.
მოგვიანებით სამნიძემ დააზუსტა, რომ ზემოაღნიშნული საუბარი ივანიშვილს დავით ბერძენიშვილთან ჰქონდა.


