ანა ბუჩუკური: "ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რიც გამოც მხარს ვერ დავუჭერთ"
01/03/2023 08:26:16 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს.
მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს.
"მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რიც გამოც მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა მასთან კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისათვის: „მოქალაქეების“ ერთ- ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე თავის თანაგუნდელ, ლევან იოსელიანის მხარდაჭერას სთავაზობს.


