ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო
01/03/2023 10:09:52 პოლიტიკა
დღეს ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილი საკრებულოს სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო.
მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ ერთადერთი, რაც მათ აკლდათ რუსეთის ჰიმნი იყო.
„კარგად მოუსმინეთ, შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და გულზე ხელი დაიდოთ. თქვენ ხართ რუსული მთავრობა. თქვენ ხართ მარგარიტა სიმონიანები და სალავიოვები. ისე გაქციეს რუს პროპაგანდისტებად, რომ არც კი გრცხვენიათ. წამოუდეგით ფეხზე, ეს არის თქვენი მშობლიური ჰიმნი. ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები ხართ“, – მიმართა ნიკოლაიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს.


